loader

რისგან შედგება გრიპის ვაქცინა? - სანდო ინფორმაცია აცრაზე, რომელიც 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რისგან შედგება გრიპის ვაქცინა? - სანდო ინფორმაცია აცრაზე, რომელიც 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა

გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროდუქტია, რომლითაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ას მილიონზე მეტი ადამიანი გართულებების გარეშე აიცრა.

ხშირად კითხულობენ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით? დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინა ვერ გამოიწვევს გრიპს, ვინაიდან წარმოადგენს ვირუსის ინაქტივირებულ სახეცვლილ ფორმას, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმუნიტეტის გამომუშავება.

ყოველწლიურად ვაქცინაცია ტარდება სხვადასხვაკომპონენტიანი ვაქცინით, რომელთა შერჩევა წინასწარი კვლევის და ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე ხდება.

სამკომპონენტიანი ვაქცინა შედგება შემდეგი ვირუსების დასუსტებული შტამებისაგან:

A ჯგუფის - H1N1 - ე.წ. ღორის გრიპი
A ჯგუფის - H3N2 - ადამიანის გრიპის ვირუსი 
B ვირუსი - კოლორადოს შტამი.

ოთხკომპონენტიან ვაქცინაში დამატებულია B ვირუსის კიდევ ერთი შტამი.

ვაქცინაციის ჩატარებისთვის ოპტიმალური დროა შემოდგომის პერიოდი, გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება გარკვეული დრო - მინიმუმ 2 კვირა. ვაქცინას გააჩნია მყარი იმუნიტეტი 6 თვე. გრიპის გადატანის ან ვაქცინაციის შემდგომ ყალიბდება დროებითი იმუნიტეტი, რომლის საშუალო ხანგრძლივობა 1 წელია და მერყეობს ადამიანის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვაქცინაში გამოყენებული ანტიგენების შესაბამისად.

გრიპის ვირუსისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველწლიური ვაქცინაცია წინა წელს დაავადების გადატანისა თუ ვაქცინაციის ჩატარების სტატუსის მიუხედავად.