loader

ვინ იმსხვერპლა ტრაგედიამ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იმსხვერპლა ტრაგედიამ

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაცვალა. მათ შორის არიან 4 წლის ბავშვი და მისი დედა ნათია ციცვიძე. 4 წლის ბავშვი აფეთქების შედეგად მიყენებული სხეულის დაზიანებებით გუშინ "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ნათია სამი შვილის დედა იყო. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ქართულ- ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. ასევე ცნობილია, რომ გარდაიცვალა ნათია ციცვიძის და, რომელიც აფეთქების მომენტისთვის სტუმრად იმყოფებოდა.

გარდაცვლილია კიდევ ერთი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც იმ შენობაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ასევე სტუმრად იყო მისული. როგორც ცნობილია, აფეთქებით გამოწვეულმა ძლიერმა წნევამ ის გარეთ გადმოაგდო. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.



ასევე დაგაინტერესებთ: შიდა კადრები ნანგრევებად ქცეული მეექვსე სართულიდან, სადაც გუშინ ტრაგედია მოხდა

"მე მეცხრეზე ავედი, გამოვედი თუ არა... ახლა როგორც გავიგე, ის პიროვნებაა გარდაცვლილი, ვინც ჩემთან ერთად იმგზავრა" - დიდ დიღომში მომხდარი საქმის რა დეტალებზე საუბრობს ადგილობრივი

ვინ არის კაცი ცნობილი ფოტოდან, ბავშვით ხელში

ვინ არის და რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც წუხანდელი ტრაგედიის ყველაზე დრამატული კადრები პირველმა გადაიღო