loader

"დავიმახსოვროთ და გავაკეთოთ: თუ 1 საათის განმავლობაში გაზქურაზე რამე გიდგათ..." - როგორ აფასებენ მომხდარს და რა რჩევებს გვაძლევენ სპეციალისტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავიმახსოვროთ და გავაკეთოთ: თუ 1 საათის განმავლობაში გაზქურაზე რამე გიდგათ..." - როგორ აფასებენ მომხდარს და რა რჩევებს გვაძლევენ სპეციალისტები

დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი გაზის აფეთქების მიზეზები დადგენილი ამ დრომდე არ არის. სპეციალისტები ვითარებას უბედური შემთხვევის შემდეგ სწავლობენ. რატომ ვერ აღმოაჩინეს ბუნებრივი აირის დაგროვების კერა "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა, რომლებმაც ტერიტორიაზე ინსპექტირება აფეთქებამდე რამდენჯერმე განახორციელეს, გაუგებარია ენერგეტიკოსებისთვისაც.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განმარტებას "ყაზტრანსგაზისგან" მოითხოვს. მისი შეფასებით, სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი. სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ გადასახედი და გასამკაცრებელია გაზგაყვანილობის შიდა ქსელის მოწყობის რეგულაციებიც.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რვა ადამიანი. დაღუპულთაგან ერთი ბავშვია.


ასევე დაგაინტერესებთ: "მე მეცხრეზე ავედი, გამოვედი თუ არა... ახლა როგორც გავიგე, ის პიროვნებაა გარდაცვლილი, ვინც ჩემთან ერთად იმგზავრა" - დიდ დიღომში მომხდარი საქმის რა დეტალებზე საუბრობს ადგილობრივი

შიდა კადრები ნანგრევებად ქცეული მეექვსე სართულიდან, სადაც გუშინ ტრაგედია მოხდა

ვინ არის კაცი ცნობილი ფოტოდან, ბავშვით ხელში

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების რა ვერსიებზე საუბრობს ენერგეტიკოსი? - "ისინი აღჭურვილები უნდა ყოფილიყვნენ ხელსაწყოებით, რომელიც გიჩვენებთ, რა რაოდენობის გაზია"