loader

გუშინ აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას პირველადი დახმარების საგნები გამოაქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუშინ აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას პირველადი დახმარების საგნები გამოაქვს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაღუპული 4 ადამიანიდან სამი - ერთი ოჯახის წევრია. მეექვსე სართულზე აფეთქების დროს ადგილზე დაიღუპნენ მინდია ფირალიშვილის მეუღლე ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო, რომელიც სტუმრად იყო მისული.

რაც შეეხება მეოთხე გარდაცვლილს, ის ახალგაზრდა მამაკაცი ლევან დავლაძეა. იგი იმ საბედისწერო დღეს ამ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ kvirispalitra.ge წერს.



ავტორი: სალომე აბულაშვილი