loader

3 ჰორმონი, რომელიც სხეულის გაცხიმოვნებაშია დამნაშავე - "მისი ფუნქციობის დარღვევისას ადამიანი ვერ გრძნობს დანაყრებას და ინტენსიურად მიირთმევს საკვებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 ჰორმონი, რომელიც სხეულის გაცხიმოვნებაშია დამნაშავე - "მისი ფუნქციობის დარღვევისას ადამიანი ვერ გრძნობს დანაყრებას და ინტენსიურად მიირთმევს საკვებს"

გაცხიმოვნებას ხელს უწყობს ჰორმონი ინსულინი, რომელიც შაქარს ენერგიად გარდაქმნის და ორგანიზმში ცხიმის შენარჩუნებას განაპირობებს. მისი ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელია ნახშირწყლების და რაფინირებული შაქრების შეზღუდვა, ბევრი წყლის დალევა და ვარჯიში.

გაცხიმოვნებას ხელს უწყობს ასევე ჰორმონი კორტიზოლი - სტრესის ჰორმონი, რომლის ჭარბად გამოყოფის შემდეგ ბევრს ტკბილეულისადმი გაძლიერებული მოთხოვნილება უვითარდება.

ჰორმონი ლეპტინი კი დანაყრებაზე პასუხისმგებელი ჰორმონია. მისი ფუნქციობის დარღვევისას ადამიანი ვერ გრძნობს დანაყრებას და ინტენსიურად მიირთმევს საკვებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ცხიმიანი თევზის, კენკრის, ავოკადოსა და ყურძნის ჭამა.