loader

რატომ მიეწოდება დაბალი წნევით გაზი თბილისს და რა შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თქვენმა მეზობელმა აფეთქება? - "წნევას რომ მოუმატონ, ხომ დაგლიჯა ყველგან დაჟანგული მილები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ მიეწოდება დაბალი წნევით გაზი თბილისს და რა შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თქვენმა მეზობელმა აფეთქება? - "წნევას რომ მოუმატონ, ხომ დაგლიჯა ყველგან დაჟანგული მილები"

"ბუნებრივი აირის ქსელს ექსპლუატაციის ვადა 3-ჯერ აქვს გასული და ასეთი ქსელის ექსპლუატაცია, რომლითაც დღეს ჩვენი ქალაქი მარაგდება, დაუშვებელია", - ამის შესახებ "კვირის პალიტრა" სფეროს სპეციალისტზე დაყრდნობით წერს.

როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აცხადებს, გაზგაყვანილობის ქსელი ზოგან კატასტროფულ მდგომარეობაშია და რკინის მილებს კედლებიც კი აღარ აქვს შერჩენილი, მიწამ მიიღო მილის ფორმა და არის ადგილები, სადაც სწორედ მილის ფორმის მიწაში გადის გაზი.