loader

გინდა, სახლში დიდი მხატვრების შედევრები გქონდეს? - დაიწყე სურვილის ახდენა დღეიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინდა, სახლში დიდი მხატვრების შედევრები გქონდეს? - დაიწყე სურვილის ახდენა დღეიდან

21 იანვრიდან პროექტი „დიდი მხატვრების შედევრები“ იწყება, რომლის ფარგლებში ცნობილი მხატვრების ტილოები გამოვა. შედევრების ანალოგები ხელმისაწვდომი იქნება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

პირველი არხი: "დიდი მხატვრების შედევრების" ტილოების შეძენა უკვე შესაძლებელია

პროექტი 20 ნოემბერს სახალხო გამოკითხვით დაიწყო. შეიქმნა ხმის მიცემის სპეციალური პლატფორმა, ვებგვერდი https://www.palitral.ge/mkhatvrebi. ხმის მიცემის გზით ხალხის მიერ გამოვლინდა 12 მხატვარი (ვან გოგი, ლეონარდო და ვინჩი, კლოდ მონე და ა.შ.). თუმცა, ვებგვერდზე წარმოდგენილი სია საბოლოო არ არის. სურათი შეიძლება პროექტის ყველა ეტაპზე შეიცვალოს და დაკომპლექტდეს იმ მხატვრების 3-3 ნამუშევრით, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა ექნებათ პროექტის მსვლელობისას. პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 12 მხატვრის 3-3 ნამუშევარი თვეში ერთხელ გამოვა. ვინაიდან პირველი ადგილი ვან გოგმა დაიკავა, 21 იანვარს საზოგადოება მისი სამი ნამუშევრის ანალოგს იხილავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს. 

პროექტის ვებგვერდი: www.palitral.ge/mkhatvrebi
Fb. გვერდი: https://goo.gl/uNGwgv