loader

გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ

გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მიეცათ. როგორც "პალიტრანიუსს" ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, მევლუდ ღარიბაშვილმა განუცხადა, ქალაქის ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მოხდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც ზედამხედველობის სამსახურმა მათ მისცა გაფრთხილება, რათა ტერიტორია დაეტოვებინათ და საკუთარი დახლები გაეტანათ.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვრის, კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა.

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვრის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო. ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა.