loader

4 წლის გოგონამ საბავშვო ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 წლის გოგონამ საბავშვო ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. როგორც მამუკა შამილიშვილი აცხადებს, საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ძიძა დილით სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა და ხსნარი სამზარეულოში ჰქონდა შეტანილი. ამ დროს 4 წლის ბავშვი სამზარეულოში შევიდა და ძიძას წყლის დალევა სთხოვა.

ბავშვმა წყლის მიწოდებამდე ხსნარი აიღო და დალია. შემთხვევა 21 იანვარს, დილით მოხდა. ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ბათუმიდან შეტყობინება არ შესულა.