loader

რა ხდება ვახუშტის ხიდზე მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია დაიწყო და როგორია გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ვახუშტის ხიდზე მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია დაიწყო და როგორია გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტი

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების გამო მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს (წერეთლის გამზირი) მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროს და გმირთა მოედნის, თამარ მეფის ხიდის გავლით. ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვახუშტის ხიდზე სამუშაოები დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში გაგრძელდება.