loader

თბილისში აშენებული სახლების თითქმის ნახევარი მერიამ დაიწუნა და ექსპლუატაციაში არ მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში აშენებული სახლების თითქმის ნახევარი მერიამ დაიწუნა და ექსპლუატაციაში არ მიიღო

დედაქალაქში აშენებული საცხოვრებელი სახლების თითქმის ნახევარი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შარშან მერიაში საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებაზე 1 374 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა 47%, ანუ 652 ობიექტი დაიწუნა. შესაბამისად, ექსპლუატაციაში 722 ობიექტი მიიღეს.

რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურში 1 689 განაცხადი შევიდა, საიდანაც დადებითი დასკვნა მხოლოდ 875 ობიექტის შემთხვევაში გაიცა, 813 კი ზედამხედველობის სამსახურმა არ ჩაიბარა. როგორც ცნობილია, ფიზიკური და იურიდიული პირები, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, განცხადებებს თბილისის მერიაში წარადგენენ, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახური განიხილავს და ობიექტს ექსპლუატაციაში იღებს, ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უარს ამბობს მიღებაზე.