loader

ხმაური და დაპირისპირება სამორინესთან: "ჩემს ძმაკაცს მოუვიდა ჩხუბი" - ტრაგიკომიკური შემთხვევა რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და დაპირისპირება სამორინესთან: "ჩემს ძმაკაცს მოუვიდა ჩხუბი" - ტრაგიკომიკური შემთხვევა რუსთავში

ინციდენტი რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, სამორინე "კრისტალ ბეთის" ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებსა და 2 მამაკაცს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველების თქმით, "კრისტალ ბეთის" რამდენიმე თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა 2 მამაკაცს. ნაცემი მამაკაცების თქმით, მათთვის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

"ინფო რუსთავთან" დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მამაკაცები შენობაში იგინებოდნენ. მათ მიეცათ შენიშვნა, შენობა დაეტოვებინათ, მაგრამ არ დატოვეს და სწორედ ამიტომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.