loader

ტოპ 5 აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტოპ 5 აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ

გთავაზობთ 5 ყველაზე საჭირო აპლიკაციას, რომელიც მოგზაურობისას ძალიან გამოგადგებათ:
1 ) Google maps
Google maps-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მას გააჩნია ყველაზე დიდი ბაზა, რისი დახმარებითაც მარტივად შეძლებთ ოპტიმალური მარშრუტისა და გადაადგილების საშუალების შერჩევას.
2) Hopper
თუ ნამდვილად გსურთ ყველაზე იაფი ბილეთის პოვნა, გადმოწერეთ აპლიკაცია Hopper. მისი დახმარებით ხარჯებს 40%-ით დაზოგავთ, ხოლო სასურველი ბილეთის პოვნას 60 წამში შეძლებთ.
3) My beeline app
მოგზაურობისას ინტერნეტის პრობლემა ადვილად რომ მოაგვაროთ, "ბილაინი" მარტივ გამოსავალს გთავაზობთ - როგორც კი საზღვარს გადაკვეთთ, როუმინგი ავტომატურად გაგიაქტიურდებათ. "ბილაინის" აპლიკაციით კი შეძლებთ სასურველი როუმინგ ტარიფის არჩევას ხელმისაწვდომ ფასად.
4) Airbnb
Airbnb არის აპლიკაცია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სახლის გაქირავებისა და დაქირავების სურვილის მქონე ადამიანებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი უცხო ქვეყანაში მიდიხართ და საცხოვრებლის პოვნა გსურთ, ეს აპლიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ.
5) Packpoint
იმ ნივთების სიის ჩამოწერა, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდება, ძალიან კარგია, მაგრამ უფრო კარგია, თუ ამას ვინმე შენ ნაცვლად აკეთებს. Packpoint არის დამხმარე აპლიკაცია, სადაც უთითებთ, სად და როდის აპირებთ გამგზავრებას. პროგრამა ამინდის მიხედვით გთავაზობთ გასართობ აქტივობებს (ცურვა, ტრადიციული ვახშამი, მუზეუმის დათვალიერება და ა.შ.). ამ აქტივობების ამორჩევის შემდეგ აკეთებს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც დაგჭირდებათ მოგზაურობის დროს.