loader

გასვიანისთვის გაგზავნილი ვიდეო პორნო საიტიდან იყო ჩამოტვირთული - რას ამბობს ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული მომღერლის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გასვიანისთვის გაგზავნილი ვიდეო პორნო საიტიდან იყო ჩამოტვირთული - რას ამბობს ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული მომღერლის ადვოკატი

გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ მისთვის გაგზავნილი ვიდეო პორნოსაიტიდან იყო ჩამოტვირთული. მან ეს ინფორმაცია მიაწოდა კიდეც, როგორც გამომძიებელს, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, - აღნიშნულის შესახებ პალიტრანიუსს ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, გასვიანს ვიდეო სოციალურ ქსელში გაუგზავნეს და მას აღნიშნული ბოლომდე არც კი უნახავს.
„ფეისბუქის“ „მესენჯერის“ მეშვეობით, მან მიიღო ვიდეო, რომლის ნაწილიც ნახა, შემდეგ ყურება შეწყვიტა. ეს არის მოცემულ სიტუაციაში გასვიანის როლი. მას ეს ვიდეო ბოლომდეც არ უნახავს არ ჩამოუტვირთავს, არ გაუვრცელებია. ნახევარმა საქართველომ თუ არა, დიდმა მასამ ეს ვიდეო ნახა. ვინც ეს ვიდეო ნახა, ყველა პასუხისგებაში უნდა მისცენ? - განაცხადა ადვოკატმა. გიორგი გასვიანს ბრალი ოფიციალურდ პარასკევს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მხულის პირველი ნაწილით წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შსს-მ სულ 16 პირი დააკავა.