loader

არ აღეშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე - ნარკოლოგიურის გენდირექტორი მამაკაცზე, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ აღეშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე - ნარკოლოგიურის გენდირექტორი მამაკაცზე, რომელმაც 13 წლის ძმის შვილი მოკლა

მამაკაცი, რომელიც ძმის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას) ზემოქმედების ქვეშ შემოიყვანეს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, საშიში მოქმედება, კითხვებზე ადეკვატურად პასუხობდა და მან უარი განაცხადა სტაციონარში მოთავსებაზე, - ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა კილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ვ.ი. კლინიკაში გუშინ თანმხლებმა პირებმა დაახლოებით 21:45 საათზე, მიიყვანეს. ისინი განმარტავდნენ, რომ მარიხუანას ზემოქმედების დროს ის აგრესიული და არაადეკვატური ქმედებებით გამოირჩეოდა, თუმცა, კლინიკაში მიყვანის დროს, მას არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი, უარყოფს ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს და განმარტავს, რომ აღნიშნული შეთავაზება არ გაკერთბულა, ვინაიდან მამაკაცმა კლინიკაში დარჩენა არ ისურვა.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: ვინ არის 13 წლის მოზარდი, რომელიც რუსთავში ბიძამ დანით მოკლა

"ფული წინასწარ უნდა გადაიხადოთო" - მამაკაცი, რომელმაც 13 წლის ძმისშვილი მოკლა, ფსიქიატრიულში თანხის უქონლობის გამო არ დაიტოვეს