loader

როგორ ესალმებიან ე.წ. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს პატიმრები: "ქურდებს სიცოცხლე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ესალმებიან ე.წ. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს პატიმრები: "ქურდებს სიცოცხლე"

რუსულ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ესალმებიან "ზონაზე" მოსულ ახალ "კანონიერ ქურდს".

კადრში მამაკაცი ჩანს, რომელიც თავიდან სხვადასხვა შენობაში მყოფ პატიმრებს ეძახის, ხოლო შემდეგ ე.წ. მიმართვას ავრცელებს:

მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს საერთო სახლს. გაძლიერდეს და აყვავდეს ყველა, მათ შორის, ქურდული სამყაროც. მოდით, ყველანი ერთად მივესალმოთ ჩვენს უფროს ძმას, შაქრო "ახალგაზრდას", რომელიც დღეს ჩვენთან მოვიდა. ვუსურვოთ მას კარგი ჯანმრთელობა, თმენის უნარი, ქურდული იღბალი და ყველაფერი ნათელი ღმერთისგან". 

ამ მიმართვის შემდეგ ე.წ. სპიკერი ყვირის ფანჯარაში: "ქურდებს სიცოცხლე".

ექსპერტების თქმით, შაქრო კალაშოვის კრასნოდარის მხარეში გადაყვანა "ზონაზე" ექსტრემიზმთან საბრძოლველად განხორციელდა.