loader

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი თანამდებობას ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი თანამდებობას ტოვებს

თემურ აბაზოვმა მარნეულის საკრებულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა. როგორც აბაზოვმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსის მქონე პირია, მიზანშეწონილად მიიჩნია, მოეხსნა მერის უფლებამოსილება.

"მივიჩნევ, რომ სასამართლოს მიერ ჩემ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულის სტატუსის მქონე პირი არ უნდა ასრულებდეს საჯარო მოხელის უფლებამოსილებას. სწორედ აღნიშნული გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოვიხსენი უფლებამოსილება. აქვე განვმარტავ, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად" - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს დააკავა. მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად. სასამართლომ აბაზოვი პატიმრობიდან 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.