loader

გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავის მიკროავტობუსში - მამაკაცს 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავის მიკროავტობუსში - მამაკაცს 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

რუსთავის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე დაკავებული 58 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც მოსამართლე მადონა მაისურაძე უძღვებოდა. გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი წარედგინა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. ვიდეოს "ინფორუსთავი" ავრცელებს.