loader

მე-17 საუკუნის ფერმწერის დაკარგული ტილო, რომელიც აღმოჩნდა, რომ საქართველოში ინახებოდა, ბახტაძემ გერმანელებს გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე-17 საუკუნის ფერმწერის დაკარგული ტილო, რომელიც აღმოჩნდა, რომ საქართველოში ინახებოდა, ბახტაძემ გერმანელებს გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის, პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, დრეზდენის გალერეის საკუთრებაში არსებული ტილო, რომელიც 1945 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა, საქართველოს მოქალაქის, კერძო კოლექციონერის პირად საკუთრებაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც მთავრობა ფერწერული ტილოს კანონიერი მეპატრონისათვის დაბრუნების საქმეში ჩაერთო.