loader

მოქალაქეთა 6 კატეგორია, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქალაქეთა 6 კატეგორია, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები, რომლებმაც 2019 წლის 15 იანვრამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, ადმინისტრაციული სახდელისაგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკომონიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 ათას 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ფიზიკური პირის ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის აღუსრულებელი ნაწილისაგან გათავისუფლებას გულისხმობს.