loader

რადიო "პალიტრამ" და "რედკომ" გუდაურში გრანდიოზული ღონისძიება გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რადიო "პალიტრამ" და "რედკომ" გუდაურში გრანდიოზული ღონისძიება გამართეს

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით რადიო "პალიტრამ" და დეველოპერულმა კომპანია "რედკომ", მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, ერთგული მსმენელებისთვის და მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი დღის ჩუქება გადაწყვიტეს.

სპეციალურად ამ დღეს, მოწვეულ სტუმრებს გუდაურში გამგზავრებამდე რესტორნების ქსელი "დანკინ დონატსი" გულის ფორმის დონატებითა და დანკინის კლასიკური ყავით გაუმასპინძლდა, ხოლო ვიზუალურ გაფორმებაზე სარეკლამო კომპანია "პრინტ არეამ" იზრუნა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ რადიო "პალიტრის" დამკვეთი კომპანიის პიარ და მარკეტინგის ჯგუფის მენეჯერები. მათ საშუალება მიეცათ,  მთელი დღის განმავლობაში შეუზღუდავად, უსასყიდლოდ ესარგებლათ გონდოლებით, თხილამურებით, "რედკოს" აპარტ-ოტელში არსებული აუზით და სპა-ცენტრის მომსახურებით; ასევე, დაეგემოვნებინათ კაფე-ბარი "ქუბის" კოქტეილები.