loader

ვინ არის ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, რომელმაც ძმის გამო შური იძია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, რომელმაც ძმის გამო შური იძია

ვერცხლის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობის მკვლელობის საქმეში მთავარ ბრალდებულზე პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. ცნობილია, რომ პოლიცია დანაშაულის ერთ-ერთ ვერსიად მოკლულ ზვიად ჯაფარიძეზე პირად შურისძიებას განიხილავს.

"კურიერის" ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძის განზრახ მკვლელობისთვის სამართალდამცველები ალექსანდრე ბიძინაშვილს ეძებენ. სანდო წყარო "კურიერს" უყვება, რომ მოკლულ ჯაფარიძეს და ძმებ ალექსანდრე და ბესო ბიძინაშვილებს მკვლელობამდე გარჩევა ჰქონდათ, რა დროსაც ჯაფარიძემ ბიძინაშვილს ესროლა. დაიჭრა 42 წლის ბესო ბიძინაშვილი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. ჯაფარიძეს დაჭრილის ძმა მანქანით დაეწია და რამდენჯერმე ესროლა, მათ შორის სახეშიც.

ასევე იხილეთ: ვინ იყო ვერცხლის ქუჩაზე საკონტროლო გასროლით მოკლული 50 წლის მამაკაცი

სროლა თბილისში: მოკლულია 40 წლის მამაკაცი - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი - მოკლულ მამაკაცს სახეში ესროლეს