loader

ლადო აფხაზავა საუკეთესო მასწავლებელთა ფინალურ ათეულში გადავიდა! - ქართველი მასწავლებელი ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლადო აფხაზავა საუკეთესო მასწავლებელთა ფინალურ ათეულში გადავიდა! - ქართველი მასწავლებელი ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა

ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის დასახელდა.

ქართველი პედაგოგი, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები რამდენიმე საათის წინ გამოვლინდნენ. ისინი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა.

"როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერგმირი არსებობდა, ვინც მე მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერგმირები მასწავლებლები არიან - ისინი ცვლიან სამყაროს", - განაცხადა მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა ჰიუ ჯეკმანმა სპეციალურ ვიდეოგზავნილში, სადაც მან 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" 10 ფინალისტი გამოაცხადა.

შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობისთვის ,,მასწავლებლის გლობალურმა ჯილდომ" მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასი განაცხადიდან 49 პედაგოგი შეარჩია. გამარჯვებული მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ პედაგოგთა ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული იქნება, ის ფულად პრემიასაც მიიღებს 1 მილიონი დოლარის ოდენობით.

ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ინდოეთის, არგენტინის, ავსტრალიის, იაპონიის, აშშ-ის, არგენტინისა და კენიის წარმომადგენელი პედაგოგები მოხვდნენ.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბაათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია.