loader

მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს - მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია და სიუჟეტი, რომელმაც "ფეისბუკი" მოიცვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს - მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია და სიუჟეტი, რომელმაც "ფეისბუკი" მოიცვა

ტექსტი, ვიდეო: რადიო "ათინათი"

ოტობაია-ორსანტიას ხიდთან 50-მდე ადამიანი სამგლოვიარო პროცესიას ელოდება. ჭირისუფალი საგანგებოდ მოასვენებს მიცვალებულს ხიდთან, ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მდგარმა ნათესავებმა მისი დატირება შეძლონ.

ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა და შესანდობარი თქვა. ორსანტიელები ამბობენ, რომ ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის.
გოჩა ტუფურიას ნათესავების ნაწილმა ოტობაიაში გადასვლა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალაქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ შეუძლიათ.

ავტორები:

თინათინ ბუკია
თათული როგავა