loader

ირინა ონაშვილი ოჯახის დამხმარე ქალმა გაქურდა: მოპარულია 10 000 ლარის ღირებულების სამკაულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირინა ონაშვილი ოჯახის დამხმარე ქალმა გაქურდა: მოპარულია 10 000 ლარის ღირებულების სამკაულები

სამართალდამცველებმა "მის საქართველო 2003"-ის, ირინა ონაშვილის გაქურდვის ბრალდებით 45 წლამდე ქალი დააკავეს. დაკავებული ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა. საუბარია, დაახლოებით, 10 000 ლარის ღირებულების სამკაულების ქურდობაზე.

როგორც "პალიტრანიუსს" თავად ირინა ონაშვილმა განუცხადა, ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა, სამართალდამცველებს გვიან მიმართა. ქურდობაში ბრალდებული ქალი 20 თებერვალს დააკავეს.

"დიდი მადლობელი ვარ ჩვენი პოლიციის, რომლებმაც ძალიან სწრაფად გამოიძიეს ეს საქმე. ფაქტი ოქტომბერში მოხდა, უბრალოდ, გვიან განვაცხადე. განცხადების დაწერიდან ბევრი დრო არც გასულა. ის ჩემთან არც ისე დიდი ხანი მუშაობდა", - განაცხადა ონაშვილმა.

ბრალდებულ ქალს იურიდიული დახმარების ბიუროდან იცავს ადვოკატი, რომელიც ბრალდებულის ოჯახის წევრების თხოვნით, მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.