loader

ზვიად კუპრავას სიტყვა სასამართლო პროცესიდან: დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს, მთლიანად დალურჯებული ვიყავი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზვიად კუპრავას სიტყვა სასამართლო პროცესიდან: დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს, მთლიანად დალურჯებული ვიყავი

როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს. მთლიანად დალურჯებული ვიყავი ტანზე, ფეხებზე, არაადეკვატური იყო შსს-ს სპეცოპერაცია, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა.

აღნიშნულით, მან მოსამართლის კითხვას უპასუხა, ჰქონდა თუ არა დაკავებისას მისი უფლებების დარღვევას ადგილი. კუპრავამ თავის განცხადებაში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმესა და დაკავების ფორმებზე ისაუბრა.