loader

"მერია აყენებდა შუქნიშანს... ბურღით გახვრიტეს გაზის მაგისტრალი, უზარმაზარი გაზის ნაკადი ამოიჭრა" - რა მოხდა გურამიშვილის გამზირზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერია აყენებდა შუქნიშანს... ბურღით გახვრიტეს გაზის მაგისტრალი, უზარმაზარი გაზის ნაკადი ამოიჭრა" - რა მოხდა გურამიშვილის გამზირზე

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, დავით გურამიშვილის გამზირის #50-თან სამშენებლო კომპანია "დინ გრუპის" მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი დაზიანდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის გამო თბილისის ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. "კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება.