loader

"გიო, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს" - წავკისში, საზარელი ავარიისას დაღუპული ბიჭების ვინაობა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიო, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს" - წავკისში, საზარელი ავარიისას დაღუპული ბიჭების ვინაობა ცნობილია

ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ავტომობილით დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდნენ.

ცნობილია გარდაცვლილების ვინაობა. არსებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილები არიან გიორგი თათარაშვილი, გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი. 

ტრაგედიიდან რამდენიმე საათის შემდეგ "ფეისბუქზე" შოთო სიხარულიძე აქვეყნებს ვიდეოს  შემდეგი თანდართული ტექსტით: "გიო, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს..."

"ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს შოთო სიხარულიძეს "ემიგრანტების ლაზათის ჯგუფის წევრის", გიორგი იაშაღაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

(სამი გარდაცვლილიდან ორი - გაგა ლაშქარაშვილი და გიორგი იაშაღაშვილი გახლდათ "შოთო სიხარულიძის ემიგრანტების ლაზათის ჯგუფის წევრი...)