loader

გიორგი ქადაგიძე "თი-ბი-სი ბანკის" საქმეზე ჩვენებას მისცემს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ქადაგიძე "თი-ბი-სი ბანკის" საქმეზე ჩვენებას მისცემს

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მზადაა, "თი-ბი-სი ბანკის" საქმეზე ჩვენება სასამართლოს წინაშე მისცეს. როგორც ქადაგიძე აცხადებს, სასამართლოში ადვოკატების გარეშე მივა და გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხებს.

ქადაგიძის მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა.

პროკურატურას გიორგი ქადაგიძის მიმართ კითხვები "თი-ბი-სი ბანკის" მიერ 11 წლის წინ განხორციელებულ სწორედ იმ ტრანზაქციაზე აქვს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას სწორედ გიორგი ქადაგიძე იკავებდა.