loader

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის ძებნილი აშშ-ის მოქალაქე თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელთან დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის ძებნილი აშშ-ის მოქალაქე თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელთან დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის საელჩოსთან ურთიერთთანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აშშ-ის ტეხასის შტატის მიერ 2018 წლიდან ძებნილი აშშ-ის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ჯ.ს. თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ჯ.ს.-ს ბრალი 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით ედება.