loader

"ბაგრატიონი გინდათ თუ სიხარული?" - სოციალურ ქსელში ქართული სამეფო ოჯახის სასამართლოზე ხალისობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბაგრატიონი გინდათ თუ სიხარული?" - სოციალურ ქსელში ქართული სამეფო ოჯახის სასამართლოზე ხალისობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო ოჯახის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საქმეზე პროცესი გაიმართა. როგორც ცნობილია, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს თაღლითობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე სამეფო ოჯახის სახელს ბოროტად იყენებს და ჯილდოებს ბაგრატიონების სახელით უკანონოდ არიგებს. სასამართლო სხდომას თავად მოსარჩელე მხარე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიც ესწრებოდა. პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი.

ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა და ხალისი გამოიწვია.

ასევე იხილეთ: შესაძლოა, ბატონი ნუგზარი არ იყო ბაგრატიონი და იყოს სიხარულიძე - რას ამბობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი