loader

"ორსული ცოლი საავადმყოფოში იყო, როცა მის გარდაცვლილ ქმარს დაადგა თავზე" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ოზურგეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორსული ცოლი საავადმყოფოში იყო, როცა მის გარდაცვლილ ქმარს დაადგა თავზე" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ოზურგეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

მომხდარს 25 წლის მამუკა ნაცვალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფები მსუბუქად არიან დაშავებულები.

გარდაცვლილს ფეხმძიმე მეუღლე დარჩა:

"პირველ შვილს ელოდებოდნენ. ახალდაქორწინებულები იყვნენ. ცოლი აქ იყო, საავადმყოფოში, გინეკოლოგთან ვიზიტზე. ამ დროს სასწრაფომ ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გვამურ მდგომარეობაში მოიყვანა. საუბარს მოჰკრა ყური, როგორც ჩანს, მოტოციკლის მძღოლია დაღუპული, 25 წლის ბიჭიო და... თავზე მის ქმარს დაადგა" - გვიყვებიან თვითმხილველები.

წყარო: "გურიის მოამბე"