loader

"ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას, მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო" - შეკამათება ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას, მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო" - შეკამათება ეკა ბესელიასა და დავით მათიკაშვილს შორის

ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას, მერე მომიწევს, რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ამავე კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეს, დავით მათიკაშვილს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს.

შეკამათება ბესელიასა და მათიკაშვილს შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების საკითხმა გამოიწვია, სადაც ბესელია უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა.