loader

კადრები გონიოდან, სადაც ნაგავსაყრელზე დახოცილ ძაღლებს ყრიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები გონიოდან, სადაც ნაგავსაყრელზე დახოცილ ძაღლებს ყრიან

გონიოში, ქალაქის მთავარი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დახოცილ ძაღლებს ყრიან. ამის შესახებ მოქალაქეებმა ჟურნალისტებს აცნობეს. ვიდეომასალა თავად მოქალაქეებმა გადაიღეს და გაავრცელეს. მათი თქმით, ნაგავსაყრელთან ე.წ. ბეიკერის ორმოში დახოცილ ძაღლებს ყრიან, რომლებიც გვიან ღამით მიკროავტობუსით მიჰყავთ. როგორც ვიდეოში არის ასახული, დახოცილი ძაღლები პოლიეთილენის პარკებშია მოთავსებული.

ფაქტთან დაკავშირებით, ბათუმის მერიაში განაცხადეს, რომ მაწანწალა ძაღლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "სევერი" უვლის. რაც შეეხება დახოცილ ცხოველებს, მათ შესახებ მერიას ინფორმაცია არ აქვს.