loader

ვინ არის მეხანძრე, რომელმაც სახლის ჩაქრობისას, 10 000 ლარით სავსე ზარდახშა იპოვა და პატრონს დაუბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მეხანძრე, რომელმაც სახლის ჩაქრობისას, 10 000 ლარით სავსე ზარდახშა იპოვა და პატრონს დაუბრუნა

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი ოდენობით ფული აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.

მეხანძრეების ინფორმაციით, სხვენში ნაპოვნი თანხა დაახლოებით 10 ათასი ლარია და ის მეპატრონეს დაუბრუნდა.