loader

მასობრივი ჩხუბი მთაწმინდის პარკში - ახალგაზრდამ თავის არეში დაზიანება მიიღო: შსს-მ გამოძიება სისტემური ცემის მუხლით დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასობრივი ჩხუბი მთაწმინდის პარკში - ახალგაზრდამ თავის არეში დაზიანება მიიღო: შსს-მ გამოძიება სისტემური ცემის მუხლით დაიწყო

სოციალურ ქსელში მთაწმინდის პარკში მომხდარი ჩხუბის ჩანაწერი ვრცელდება. ვიდეოში არ ჩანს, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება და გახდა თუ არა კონფლიქტის მიზეზი ეთნიკური დაპირისპირების მოტივი. 

აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ "პალიტრავიდეო" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში განგვიმარტეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები 126-ე მუხლით, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

"პალიტრავიდეო" გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს არასრულ და დარედაქტირებულ ვერსიას, რომელშიც ჩხუბში მონაწილეთა სახეები დაფარულია.