loader

ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელიაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული არავინ არის.
უწყების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ და ისინი საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებენ.

შსს-ს ცნობით, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.