loader

"ტფუი ამის გამკეთებელსაც, გამყიდველსაც და მყიდველსაც" - ბორჯომში პუტინის გამოსახულებიანი სუვენიერები იყიდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტფუი ამის გამკეთებელსაც, გამყიდველსაც და მყიდველსაც" - ბორჯომში პუტინის გამოსახულებიანი სუვენიერები იყიდება

ბორჯომში, ცენტრალურ პარკთან ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი სუვენიერები იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. პორტალის ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მარკეტინგული გათვლაა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სუვენირების ავტორი უნდა დაისაჯოს.

სუვენირების ფოტო, სადაც ბორჯომის ცენტრალური პარკის ფონზე ვლადიმერ პუტინის გამოსახულება ჩანს, სოციალურ ქსელში 30 მარტს გამოჩნდა. სუვენირებზე დატანილია წარწერა, სადაც პუტინი "ამბობს", რომ ბორჯომს სვამს – „А Я ВТИХАРЯ ПЬЮ БОРЖОМИ“.

გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.