loader

"პოლიციელები მოვიდნენ და რომ ნახეს ბავშვების გამწარებული, შეშინებული სახეები, უკან დაბრუნდნენო" - რას ჰყვებიან ქართველების დაკავებაზე ესპანეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოლიციელები მოვიდნენ და რომ ნახეს ბავშვების გამწარებული, შეშინებული სახეები, უკან დაბრუნდნენო" - რას ჰყვებიან ქართველების დაკავებაზე ესპანეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები

ბარსელონაში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ამ დროისათვის პოლიციაში არიან გადაყვანილები. მათი ესპანეთში დარჩენის გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს.

ქვეყანაში მცხოვრები ქართველების ნაწილი კი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მათი ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ გართულდა და ესპანეთის სამართალდამცველებმა მათზე იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფებოდა.



ასევე დაგაინტერესებთ: საქართველოს მოქალაქეების დაკავების კადრები ბარსელონაში - შსს სპეცოპერაციის შიდა კადრებს ასაჯაროებს