loader

"გავლახავ მაგას... მთვრალია ეს, ნასვამი კი არა" - რუსთავის ეპარქია სასულიერო პირებს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავლახავ მაგას... მთვრალია ეს, ნასვამი კი არა" - რუსთავის ეპარქია სასულიერო პირებს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას ასაჯაროებს


რუსთავის ეპარქია სასულიერო პირებს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალას ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ ინციდენტში რუსთაველი მიტროპოლიტი იოანეც მონაწილეობს.

"ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში ბერ გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეომასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე, საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი" - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეომასალაში ჩანს კამათი ბერ გაბრიელსა და რუსთავის ეპარქიაში შეკრებილ სასულიერო პირებს შორის, რომელთა ნაწილი ამბობს, რომ ბერი გაბრიელი ნასვამია. ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი პირის ხმა, რომელიც ამბობს, რომ ბერ გაბრიელს "გალახავს", მეორე კი ეუბნება, რომ "მასაც ეს უნდა". ბოლოს სასულიერო პირებს ბერი გაბრიელი ოთახიდან ძალით გაჰყავთ.



ასევე დაგაინტერესებთ:


"კოჭებს დაგიხვრეტთო... მღვდლები ძაღლებივით დამესივნენ, ვინ მირტყამდა, ვერ ვიგებდი" - რატომ სცემეს ბერს სასულიერო პირებმა?