loader

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჭოველიძის გვარის გამორჩენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს: "წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჭოველიძის გვარის გამორჩენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს: "წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამის მიერ სახელმწიფო ცერემონიების სასახლის პროტესტის ნიშნად დატოვებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა.

სასახლეში, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება იმართებოდა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სახელები და გვარები ამოიკითხა. არკადი ჭოველიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თამარ ჭოველიძის ხსენება გამორჩა, რამაც მისი პროტესტი გამოიწვია და ღონისძიება დატოვა.

ასევე იხილეთ: პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულების სახელები ჩამოთვალა და თამარ ჭოველიძე გამორჩა

"ეგ ვინ არის, ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენა" - თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა