loader

"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა..." - ბარბარა დავრიშაშვილის სიკვდილმა ქართული ემიგრაცია შოკში ჩააგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამამ დაიწყო შვილისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ გაუძლო, ატირდა..." - ბარბარა დავრიშაშვილის სიკვდილმა ქართული ემიგრაცია შოკში ჩააგდო

საფ­რან­გე­თის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია 30 წლის ბარ­ბა­რა დავ­რი­შაშ­ვი­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ შოკ­ში ჩა­აგ­დო. რო­გორც ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ, ბარ­ბა­რა რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ქა­ლაქ მა­ი­ა­მი­ში ძმას­თან ჩა­ვი­და და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დი­ლას გარ­დაც­ვლი­ლი ძმამ და რძალ­მა სა­ძი­ნე­ბელ­ში ნა­ხეს.

ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. ახ­ლობ­ლე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დეგს ელო­დე­ბი­ან.

ბარ­ბა­რა საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის, მამა არ­ჩილ დავ­რი­შაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით, საფ­რან­გე­თის ტაძ­რის მრევ­ლი, იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი, მამა არ­ჩილს უსამ­ძიმ­რე­ბენ ამ უდი­დეს ტრა­გე­დი­ას.

ემიგრანტები ჰყვებიან, რომ 10 აპ­რილს მამა არ­ჩილ­მა შვილს პა­ნაშ­ვი­დი ცხედ­რის გა­რე­შე გა­და­უ­ხა­და .