loader

განახლებული "თბილისი სპა" ბალნეოლოგიური კურორტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განახლებული "თბილისი სპა" ბალნეოლოგიური კურორტი

თბილისის ძველ უბანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი–SPA" გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას:

• გამაჯანსაღებელი პროცედურები
• სარეაბილიტაციო პროცედურები
• სარელაქსაციო პროცედურები
• პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები; წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მასაჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია. კურორტზე გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები.

სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება.