loader

ზუგდიდში 10 ბავშვი, მათ შორის 7 თვის გოგონა, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდში 10 ბავშვი, მათ შორის 7 თვის გოგონა, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და აღნიშნულ ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.

"წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათი არასრულწლოვანი პაციენტი შემოიყვანა, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე. სავარაუდოდ, დიაგნოზი არის დაუზუსტებელი საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კვლევები", - განაცხადა კლინიკის პედიატრმა მზია გერგედავამ.

მისივე ინფორმაციით, ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან, მათ შორის ყველაზე უმცროსი 7 თვის, ხოლო უფროსი 11 წლისაა. დღეს მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.