loader

15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

მარტვილში 15 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. ადგილობრივები განიხილავენ, რა გახდა სკოლის მოსწავლის სუიციდის მიზეზი. მთავარი ვერსია უკიდურესი გაჭირვებაა.

მეზობლები მიიჩნევენ, რომ მძიმე ყოფა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უმძიმეს გავლენას ახდენდა. შაკო და მის ძმა მამამ გაზარდა. პატარები იყვნენ, როცა დედამ მიატოვა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მამა სოფელში ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდა, ოღონდ დღეში რამდენიმე ლარი გამოემუშავებინა და შვილებისთვის საკვები მიეტანა, თუმცა, ყოველთვის ვერ ახერხებდა. შრომის სანაცვლოდ ხანდახან, ფულის ნაცვლად, მეორად ტანსაცმელს აძლევდნენ.

სკოლის ბუფეტის თანამშრომლის ნისიების რვეულში შაკოს გვარი, თითქმის, ყველა გვერდზე ფიქსირდება. დღეში 50 თეთრით ვალად ფუნთუშას ყიდულობდა. რასაც ვალით ყიდულობდა, ნახევარს მცირეწლოვან ძმას უყოფდა.


ასევე დაგაინტერესებთ: რას აცხადებს სკოლის დირექტორი 15 წლის მოზარდზე, რომელმაც გავრცელებული ხმებით, თავი შიმშილის გამო მოიკლა - "გამოვრიცხავ შიმშილსაც და ბულინგსაც"

"რუსთავი 2": 15 წლის ბიჭმა შიმშილს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა