loader

უახლესი ინფორმაცია ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვა.
ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ წარუდგენენ ლევან ჯიბღაშვილს ოფიციალურად ბრალს.

გამოძიების ინფორმაციით, მსახიობის ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ჯიბღაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ელოდება.