loader

"შენი ხმა რომ მომენატრება, ამას მოვუსმენ" - რას იხსენებს მეგობარი 15 წლის ბიჭზე, რომელმაც მარტვილში, საკუთარ ეზოში თავი ჩამოიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენი ხმა რომ მომენატრება, ამას მოვუსმენ" - რას იხსენებს მეგობარი 15 წლის ბიჭზე, რომელმაც მარტვილში, საკუთარ ეზოში თავი ჩამოიხრჩო

სოციალურ ქსელში მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის შაკო ნაჭყებიას მეგობარი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"ხშირად მიყვებოდი ფეხბურთის ამბებს. ყოველთვის გინდოდა, ფეხბურთელი გამოსულიყავი, მაგრამ არ ვიცი, რატომ მოიქეცი ასე... ჩემო პატარა ძმაო, მოგვენატრები ყველას... არ დამავიწყდება შენი ღიმილი, ძმაო, არ დამავიწყდება ზაფხულში მდინარეზე შენი მოყოლილი ისტორიები. ერთხელ რომ დამეხმარე წყლიდან ამოსვლაში, არც მაგას დაგივიწყებ, ძმა. შაკო, 5 წელზე მეტია ძმები ვართ და ვიქნებით ბოლომდე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული" - წერს გოგა გაბისონია.

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება გარდაცვლილი ბიჭის ვიდეო მინაწერით: "შაკო, შენი ხმა რომ მომენატრება, ამას მოვუსმენ, ძმა. 
შაკო და მირიანი".