loader

"უფალმა, არაფრისო... წამლავდა ახალგაზრდებს" - რა ხდებოდა "ფეისბუქში" მას შემდეგ, რაც ლევან ჯიბღაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უფალმა, არაფრისო... წამლავდა ახალგაზრდებს" - რა ხდებოდა "ფეისბუქში" მას შემდეგ, რაც ლევან ჯიბღაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს და საზოგადოებას. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, რომელმაც დრო დაუთმო ამ თემას და დიდი მადლობა თქვენ, - ამის შესახებ მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მისი 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა, თუმცა გირაოს ოდენობა არ დაუკონკრეტებია და განმარტა, რომ თანხის ოდენობა სასამართლოს განესაზღვრა.

დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე "ა" ქვეპუნქტებით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 ივნისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.