loader

თბილისელი ბავშვების საშიში თამაშები კორპუსების სახურავებზე - ეს ვიდეოფაქტი ბევრ მშობელს შიშს მოჰგვრის და შვილების უსაფრთხოებაზე დააფიქრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისელი ბავშვების საშიში თამაშები კორპუსების სახურავებზე - ეს ვიდეოფაქტი ბევრ მშობელს შიშს მოჰგვრის და შვილების უსაფრთხოებაზე დააფიქრებს

დაახლოებით 1 თვის წინ 13 წლის გოგონა რუსთავში, მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდი სახურავზე, სავარაუდოდ, ფოტოს გადასაღებად ავიდა.

როგორც აღმოჩნდა, არასრულწლოვნები სახურავზე გასართობად ხშირად დადიან. ერთ-ერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გუშინ მე თავად გავხდი. სახურავზე რამდენიმე მოზარდი იყო ასული და რამდენიმე გამვლელის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დატოვეს ტერიტორია.