X
ავტომობილი, რომელშიც ხუთი არასრულწლოვანი იჯდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა - კადრები გორი-ნიქოზის საავტომობილო გზიდან
12:39 / 25-04-2019
გორი-ნიქოზის საავტომობილო გზაზე, სოფელ შინდისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ხუთივე მათგანი არასრულწლოვანია.

"მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს გორში გადაჰყავთ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ანსამბლმა "რუსთავმა" დარბაზში "ჩაკრულო" შეასრულა
პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია